ნაოჭების კორექცია

კანზე ნაოჭების გაჩენა ასაკის მატებასთან ერთად გარდაუვალი პროცესია. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზი კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის დაქვეითებაა კანქვეშა ქსოვილებში. თუმცა, კანზე ნაოჭები ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია გაჩნდეს, თუ მოხდა კანის  გამოშრობა (გაუწყლოვნება), ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და კოლაგენის სინტეზის და კონცემტრაციის შემცირება.  მიზეზი შესაძლებელია იყოს:

კანის ინფექციური და არაინფექციური დაავადებები, ჰორმონული დისბალანსი, წონის სწრაფი კლება, ხშირი გარუჯვა, სპეციფიური მიმიკა,  ცხოვრების არასწორი წესი (მოწევა, ცუდი ძილი და არასწორი კვება).

ამ შემხთხვევაში ნაოჭები შესაძლებელია ლოკალიზებული იყოს - პირის ღრუს გარშემო, ცხვირ-ტუჩის არეში, თვალების გარშემო, შუბლის არეში, წარბებს შორის, ყელისა და გულმკერდის მიდამოებში.

გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემა მეტად აქტუალურია, მასთან ბრძოლის მეთოდებიც სულ უფრო და უფრო იხვეწება. მედიკალ გრუპი კვალდაკვალ მისდევს თანამედროვე ესტეთიური მედიცინის მიღწევებს. ჩვენთან დღეს შესაძლებელია ამ პრობლემის სრული მოგვარება. კლინიკაში, გამოცდილი ექიმების მიერ, შემუშავებულია მკურნალობის სხვადასხვა სქემა, რომელიც მორგებულია კონკრეტული ტიპის პრობლემაზე, პაციენტის ზოგად მდგომარეობასა და მის არჩევანზე.

უკვე მომზადებულ, გაწმენდილ, კანზე კომპლექსურად ტარდება როგორც აპარატურული, ასევე არააპარატურული პროცედურები (ისინი არაინვაზიური და უნტკივნეულოა).

აპარატული პროცედურებს შორის აღსანიშნავია : ვაკუუმ-ლიმფოდრენაჟი, დარსონვალიზაცია, ულტრაბგერითი და გალვანოთერაპია, რადიოლიფტინგი, ფონოფორეზი, მიკროდერმაბრაზია.

არააპარატურულ პროცედურებს შორისაა: სხვადასხვა სახის ნიღბები,  პლაზმოლიფტინგი, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია.

საჭიროების შემთხვევაში კურსი სრულდება ბოტოქსით და/ კონტურული პლასტიკით (ფილერები).

ჩვენს კლინიკაში შემუშავებულია სტანდარტული სქემები, თუმცა საჭიროებისამებრ, შესაძლებელია  პაციენტისთვის  ინდივიდუალური კომპლექსის შემუშავება.

მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე.

    პროცედურებისას ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის, მკვდარი ზღვის მინერალებსა და მცენარეულ ექსტრაქტებზე (რომლებიც მიღებულია მშრალი გამოწურვის მეთოდით, რაც მიღებულ მასალას მაქსიმალურად უნაჩუნებს ვიტამინებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს) დამზადებულ კოსმეტიკურ მასალას.

    სერვისი
    სამუშაო საათები:
    ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი: 11:00 - 19:00 კვირა : 11:00 - 17:00
    მისამართი:
    ვაჟა-ფშაველას 78ა(ბარბარეს სახელობის ეკლესიასთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 ან 214 52 26 მობ.: (+995) 593 32 01 69 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge